ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიის ინფორმაციით, პოლონეთში კიდევ 2 მამაკაცი დააკავეს, რომლებიც სკოლაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ

მედიის ინფორმაციით, პოლონეთში კიდევ 2 მამაკაცი დააკავეს, რომლებიც სკოლაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ

პოლონეთში კიდევ 2 მამაკაცი დააკავეს, რომლებიც სკოლაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. მედიის ცნობით, სულ ბრალი წაუყენეს 19 წლის 3 მამაკაცს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან პიროტექნიკური მასალების შეგროვებასა და ტერორისტული აქტების დაგეგმვაში, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებზე თავდასხმაში.
Reuters-ის ინფორმაციით, ისინი ისეთი მასობრივი მკვლელობების მოწყობით იყვნენ შთაგონებულები, როგორიცაა ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული ტერაქტი.
„როგორც ჩანს, ისინი მოხიბლულნი იყვნენ ტერორიზმის გავრცელების იდეოლოგიით. მათ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამის გაკეთება სურდათ“- განუცხადა ჟურნალისტებს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იაცეკ დობრჟინსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.