ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა

მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 20 ადამიანი შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„ალექსანდრე ლუკაშენკომ ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის ჩამდენი 20 ადამიანის შეწყალების შესახებ კიდევ ერთ განკარგულებას ხელი მოაწერა. შეწყალების შესახებ განცხადება ყველა მათგანმა შეიტანა და მათ ჩადენილი ქმედებები მოინანიეს“, - წერს „ბელტა“.
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 11 ქალია, 14-ს ქრონიკული დაავადება აქვს და 10-ს შვილი ჰყავს.
გათავისუფლების შემდეგ მათ ქცევას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო დააკვირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.