მედია: 20 მილიონი ავტომობილებში – -ს ახალი მინისტრი პოლიციას ახალ მანქანებს ყიდულობს (ვიდეო)

20 მილიონი ავტომობილებში – -ს ახალი მინისტრი პოლიციას ახალ მანქანებს ყიდულობს. 300 ოპერატიული ავტომობილის შესყიდვა უკვე გაფორმებულია. თითო მანქანაში 67 ათას ლარი გადავიხადეთ. ამ დრომდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ დადგა ახალი ავტომობილების ყიდვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტაციაში გაწერეს ყველაფერი სიგრძე, სიგანე, ფერი – ავტომობილები უახლოესი მოედლის იქნება.

თუ პოლიციას ახალი მანქანები სჭირდება, სად მიდის ძველები? წლებია ავტოპარკის განახლების შემდეგ ძველი მანქანების ბედი გაუგებარი რჩება. მკვლევარები ფიქრობენ, რომ მასშტაბური შესყიდვის აუცილებლობა არ არსებობს და საქმე რეალურად, სავარაუდო კორუფციულ რისკებთან გვაქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარტო არ არის, ახალ მანქანებს ყიდულობს უზენაესი სასამართლოც. შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. 542 ათას ლარად 7 ცალი მსუბუქი ავტომობილი უნდა იყიდონ.

ახალ მანქანებს ყიდულობს დაცვის პოლიციაც, 4 დღეში კომპანიების წინადადებების მიღება უნდა დასრულდეს. 2 419 ათას ლარად 30 ავტომობილი უნდა იყიდონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ