მედია: 16 სექტემბერს ხაშურის ბაღები გაიხსნა, თუმცა 1370 ბავშვისთვის ხორცი არ ჰქონდათ

16 სექტემბერს ხაშურის ბაღები გაიხსნა, თუმცა 1370 ბავშვისთვის ხორცი არ ჰქონდათ.
📌 სააგენტოს წარმომადგენლები ჯერ ისევ ფოტოების გადაღებით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც 11:05 სთ-ზე კომპანია ,,ფუდ სერვისმა” ტელეფონით სააგენტოს შესყიდვების უფროსს, ნანა შუბითიძეს საბოლოოდ აცნობა, რომ საქონლისა და ქათმის ხორცს ვერ მიაწვდიდა.
📌 ხორცი არ მიეწოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის 19 საბავშვო ბაღს, სადაც 1370 ბავშვია რეგისტრირებული.
📌 ნანა შუბითიძის მოხსენებით ბარათის მიხედვით, კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა 25 აგვისტოს. აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ წლის ბოლომდე ბაღებისთვის 2.5 ტონა საქონლის რბილი ხორცი და 1.1 ტონა ქათმის ფილე მიეწოდებინა.
📌 შექმნილი ვითარების გამო, ნანა შუბითიძემ 16 სექტემბერს სხვა კომპანიას მიმართა კითხვით, ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, საჭირო პროდუქცია მიეწოდებინა. წერილიდან ირკვევა, რომ კომპანია „ენ ენ პროდუქტი“ მოთხოვნის შესრულებას დათანხმდა.
📌 ბაღების გაერთიანებას თანხმობა მისცეს, რომ ,,ენ ენ პროდუქტისგან” ხორცი შეისყიდოს. საიდან შეძლებს ასე მოულოდნელად ,,ენ ენ პროდუქტი” ხორცის შეძენას, ამ ეტაოზე უცნობია