ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

შესაბამისი განცხადება ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა.

„დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.