მედია: ცნობილია, რას ედავებიან სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს

დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში ელოდებიან – მათთან ამ წუთებში მათივე ადვოკატები იმყოფებიან.

მარიამ მეყანწიშვილის უფლებადამცველი, რომელმაც იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ქურთუკი, რომელიც მას 4 ოქტომბერს ეცვა.

მისივე თქმით, მეყანწიშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

დაიწყეს ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავისი ნებით წარადგინა, ეს ქურთკი მას 4 ოქტომბერს ეცვა. მარიამს დაკავების დროს განუმარტეს, რომ ეს იყო 226-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ეს არის სრულიად სხვა მუხლი, რომელიც განსხვავდება სხვა დაკავებული პირებისთვის წაყენებული ბრალდებისგან. მარიამი საერთოდ არ იმყოფებოდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან, რაიმე კუთხით მონაწილოება არ მიუღია, იყო საპროტესტო აქციაზე. მიუტანეს დაზუმებული ქურთუკის ფოტო და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეს სახლში, ბუნებრივია მან ამოიცნო,  – ამბობს ადვოკატი.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა