მედია: ცეცხლწაკიდებული ქუჩები და გარდაცვლილი მოქალაქეები – როგორ ებრძვის დიქტატურა სახალხო წინააღმდეგობას ირანში (ვიდეო)

ირანში მასობრივი პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, სავარაუდოდ, 65-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთაგან 50 დემონსტრანტია, ხოლო 15 ადამიანი უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი.

ამ ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღმოსავლეთ ირანში, ტაბასის უდაბნოში მდებარე შორეულ მიწისქვეშა სამალავში გადაიყვანა.

პროტესტები ამ დრომდე ირანის 108 ქალაქში გრძელდება. ქუჩები კვლავ სავსეა რეჟიმის მოწინააღმდეგეებით და ისმის შეძახილები – „თავისუფლება!“

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უკან დახევას არ გეგმავს. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ დავიცავთ ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას.“

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც