ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება

მედია - ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება

აშშ-ში ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისრის, ბო მეისონის განცხადებით, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და გასროლა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან განახორციელა.
იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მომხდარის შემდეგ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.