მედია: „ღამის მგლები“ საქართველოში? – ფარცხალაძე და ფიფია პუტინის ბაიკერებს შეხვდნენ

საქართველოში რუსი ბაიკერების ფილიალის შექმნაა დაგეგმილი. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი ოთარ ფარცხალაძე – რომანოვი და ახალი “ტრაქტატის” დადების ინიციტორი მამუკა ფიფია ვლადიმერ პუტინის ბაიკერების ჯგუფს “ღამის მგლებს” ხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ “ღამის მგლები” ის ბაიკერთა ჯგუფია, რომელიც არაერთ წყაროში პუტინის დაჯგუფებად არის მოხსენიებული. ევროკავშირის მიერ სანქცირებული “ღამის მგლები” სწორედ პუტინის მთავრობიდან ფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ასევე გაიმართა შეხვედრა-თათბირი სახელწოდებით  „გიორგიევსკის ტრაქტატი: წინაპართა ისტორიული არჩევანი“. პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” მდივანი მამუკა ფიფია რუსეთ-საქათველოს შორის ურთიერთობების აღდგენის და ამასთან დაკავშირებით ახალი “გეორგიევსკი ტრაქტატის” დადების ინიციატივით გამოვიდა. 

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად