მედია: უნგრეთმა რუსეთი ოფიციალურად აღიარა ქვეყანად, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს უნგრეთის არსებობის და უსაფრთხოებისთვის: ეს ორბანის დამარცხების შემდეგ კურსის რადიკალური ცვლილებაა

უნგრეთმა რუსეთი ოფიციალურად აღიარა ქვეყანად, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს უნგრეთის არსებობის და უსაფრთხოებისთვის: ეს ორბანის დამარცხების შემდეგ კურსის რადიკალური ცვლილებაა.
​უნგრეთის პრემიერმა პირველად უწოდა ოფიციალურად რუსეთს “საფრთხე” ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მსოფლიო წესრიგისთვის.
​გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უნგრეთის დელეგაციისთვის მომზადებულ დოკუმენტში ბუდაპეშტი გმობს რუსულ აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
​ორბანის მმართველობისას უნგრეთი ხშირად ბლოკავდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და აკრიტიკებდა კიევს.
​მადიარის მოსვლის შემდეგ ბუდაპეშტმა განაბლოკა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და კიევთან არსებული დავების ნაწილის მოგვარება შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ