ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო

მედია - უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო

უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო"თავისუფლების" უნგრული სამსახური უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდეშის” ფრაქციის ლიდერზე, მატე კოჩიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ უნგრულ პარლამენტს ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა 10 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, კოჩიშის თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრა საზაფხულო საპარლამენტო არდადეგებამდე არ გაიმართება.
“გამჭვირვალობის კანონს ამოვიღებთ ოთხშაბათის საკანონმდებლო კომიტეტის დღის წესრიგიდან, და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ზაფხულამდე არ მივიღებთ, პარლამენტი კენჭს არ უყრის ამას”, - განაცხადა კოჩიშმა.
მისი თქმით, “ფიდეში” ერთიანია იმის რწმენაში, რომ საკანონმდებლო ინსტრუმენტები გამოიყენებოდეს სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე თუ როგორი ინსტრუმენტები უნდა იყოს ეს. კოჩიშის თქმით, ინიციატივაზე მსჯელობები შემოდგომაზეც გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.