ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დაარტყეს

მედია - უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დაარტყეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა ერთ კვირაში მეორედ რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მეორედ, დრონები ჩაფრინდნენ ბაშკორტოსტანში და „გაზპრომ ნეფტეხიმ-სალავატს“ დაარტყეს. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობქიმიური ქარხანა. ის აწარმოებს 150 სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს, ბიტუმს და პოლიეთილენს“, - განაცხადეს წყაროებმა.
მათივე ინფორმაციით, ეს არის მეორე თავდასხმა ერთ კვირაში და მანამდე დარტყმა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატზე“ 18 სექტემბერს მოხდა.
თავდასხმა ასევე დაადასტურა ბაშკორტოსტანის გუბერნატორმა რადი ხაბიროვმა.
„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმის ობიექტი გახდა. ჩვენ ვადგენთ ზარალის მასშტაბებს. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები“, - დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.