მედია: უვიზო მიმოსვლა გამორიცხავს პატრიოტიზმს? – “ოცნება” არჩევანს ხალხის სახელით აკეთებს

ჯერ ბრიუსელში არაფერი გადაუწყვეტიათ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“, მისმა მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმა უკვე გაშალეს ფართო ფრონტი – უვიზო მიმოსვლის გაუფასურებითა და ევროკავშირის შანტაჟში დადანაშაულებით. ისინი ქართველი ხალხის ნაცვლადაც დებენ პირობას, რომ უვიზო მიმოსვლას იოლად შეელევიან.

ევროკავშირი ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის საფუძვლების შეჩერების გაიოლებასა და გაფართოებაზე მსჯელობს, რაც ყველა იმ ქვეყანას შეეხება, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლისას ამ უპირატესობით სარგებლობს და მათ შორის არის საქართველოც. თუმცა ეს ცვლილებები ასახავს ზუსტად იმ გამოწვევებს, რომელთა გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსების მწვავე კრიტიკა თუ სანქციები დაიმსახურა, იქნება ეს ადამიანის უფლებები თუ კანონის უზენაესობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ერთ ნაწილს სანქციების რეჟიმის გამო – მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში შესვლა უკვე აკრძალული აქვთ და წრე თანდათან ფართოვდება. ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად დამატებითი პრობლემები შეექმნათ დიპლომატიური პასპორტების მფლობელ ჩინოვნიკებსაც.

თუკი ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ექსპერტები მოელიან, რომ, ადრე თუ გვიან, სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ამისათვის ევროპული კონსენსუსი არ არის საჭირო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობა სავიზო ლიბერალიზაციის გადახედვის საფრთხეს რეალურს ხდის.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა