მედია: სტუდენტს ჯერ კობახიძის დაცვამ ხელი კრა, შემდეგ კი ახალგაზრდები გაუსწორდნენ – რა მოხდა უნივერსიტეტთან (ვიდეო)

ჯგუფური ძალადობა და ანგარიშსწორება სტუდენტების წინააღმდეგ – რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, “ოცნების” ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა.

კადრებში კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის დაცვამ კრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა – სახეში მუშტები ურტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მ ძალადობის ფაქტი საკუთარი თვალით დაინახა, თუმც არაფერი შეიმჩნია, აგრესიულად განწყობილ ჯგუფს ხელი დაუქნია და უნივერსიტეტიდან წავიდა.

ნიკო მანაგაძე “პირველებთან” ამბობს, რომ ყოველ მის ლექციაზე ს “ტიტუშკების” რაზმი ჰყავს მობილიზებული და ყოველი სტუდენტის პროტესტი პრემიერის მისამართით მსგავსი ძალადობით სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ