მედია: სკანდალები ქეთა თოფურიას გარშემო: მისი ბიზნესი მილიონობით რუბლის წაგებაზეა, თუმცა ის ფუფუნებაზე უარს არ ამბობს – რას წერს მედია მის ახალ ავტომობილსა და შვილისთვის ნაყიდ 5 000-დოლარიან ტორტზე?

A’Studio სო­ლის­ტის, ქეთა თო­ფუ­რი­ას რეს­ტორ­ნე­ბის ბიზ­ნე­სი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან ზა­რალს გა­ნიც­დის – ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს. სა­ინ­ფორ­მა­ციო პლატ­ფორ­მა SHOT-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მომ­ღერ­ლის კომ­პა­ნი­ამ მხო­ლოდ ერთ წე­ლი­წად­ში 80 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ($903 000) ზა­რა­ლი ნახა.

სა­უ­ბა­რია შპს “Lavr“-ზე, რო­მე­ლიც 2024 წლის ივ­ლის­ში და­რე­გის­ტრირ­და. რე­გის­ტრა­ცი­ი­დან ოთხი თვის შემ­დეგ, ქე­თამ კომ­პა­ნი­ის წი­ლის 62,5% გა­მო­ის­ყი­და და მისი ძი­რი­თა­დი მფლო­ბე­ლი გახ­და. ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით, 2025 წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შე­დე­გე­ბით, ფირ­მა 80 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლით ($903 000) “მი­ნუს­ში“ წა­ვი­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად ბიზ­ნე­სი ამ დრომ­დე არც კი ამოქ­მე­დე­ბუ­ლა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის არ გახ­სნი­ლა. მომ­ღე­რა­ლი გეგ­მავს, რომ ღა­მის კლუ­ბი/რეს­ტო­რა­ნი მოს­კო­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უბან­ში, ხა­მოვ­ნიკ­ში, სა­ვინ­სკა­ი­ას სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ელი­ტურ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში “Savvin River Residence“ გახ­სნას. ამ­ჟა­მად შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ფარ­თში სა­რე­მონ­ტო და მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც უკვე საკ­მა­ოდ გა­ი­წე­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, სწო­რედ ამ მი­სა­მარ­თზე იგეგ­მე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი ღა­მის კლუ­ბის გახ­სნა.

მი­უ­ხე­და­ვად ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და დიდი და­ნა­ხარ­ჯე­ბი­სა, ქეთა თო­ფუ­რია უარს არ ამ­ბობს ფუ­ფუ­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის, კომ­პა­ნი­ის წი­ლის ყიდ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2024 წელს მომ­ღე­რალ­მა შე­ი­ძი­ნა 2023 წლის გა­მოშ­ვე­ბის მდიდ­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი Rolls-Royce Cullinan Black Badge, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 40 მი­ლი­ონ რუბლს ($451 500) შე­ად­გენს.

ამ ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში კი­დევ ერთი სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი: ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქე­თას პი­რად­მა მძღოლ­მა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 419 ჯა­რი­მა აი­კი­და, რო­მელ­თა სა­ერ­თო ჯამ­მაც 522 ათა­სი რუბ­ლი ($5 900) შე­ად­გი­ნა. ირ­კვე­ვა, რომ მომ­ღერ­ლის მძღო­ლი პრინ­ცი­პუ­ლად არ იკე­თებს უსაფრ­თხო­ე­ბის ღვედს, აჭარ­ბებს სიჩ­ქა­რეს 80 კმ/სთ-მდე, გა­და­დის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ზე, უხ­ვევს აკ­რძა­ლულ ად­გი­ლებ­ში და მარ­თვის დროს ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბა­რი უყ­ვარს. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ რო­დე­საც თა­ვად ქეთა თო­ფუ­რია მან­ქა­ნის სა­ლონ­ში იმ­ყო­ფე­ბა, მძღო­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, წე­სე­ბი არ და­არ­ღვი­ოს და ფრთხი­ლად ია­როს.

ამავდრო­უ­ლად, ქეთა თო­ფუ­რია არც ოჯა­ხურ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ზო­გავს ფულს. 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში ცნო­ბილ­მა კონ­დი­ტერ­მა მაქ­სიმ სი­ნიც­კიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ღე­რალ­მა შვი­ლის, ადა­მის 4 წლის იუ­ბი­ლეს­თვის დამ­ზა­დე­ბულ ტორ­ტში თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით $5 600) გა­და­ი­ხა­და. ქე­თამ შვილს გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე მო­უ­წყო, რომ­ლის მთა­ვა­რი თე­მა­ტი­კაც ძაღ­ლე­ბი იყო. ბავ­შვებს არ­თობ­დნენ ანი­მა­ტო­რე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი მულ­ტფილ­მის, Paw Patrol კოს­ტი­უ­მებ­ში. დღე­სას­წა­უ­ლის კულ­მი­ნა­ცია კი ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი გახ­და, რო­მე­ლიც ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რის ფი­გუ­რე­ბი­თა და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით იყო მორ­თუ­ლი.

წყარო