მედია: სავარაუდო კორუფციული სკანდალი საქართველოს რკინიგზაში – დაკავებულია სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი

დაკავებების ახალი სერია საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში – „პირველების“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს, რომელსაც  დიდი ოდენობით ფინანსურ დანაშაულს ედავებიან.

როგორც ცნობილია, მამაკაცს ხელბორკილები კორუფციული სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დაადეს. გამოძიება ამ ეტაპზე დეტალებს არ ამჟღავნებს, თუმცა წყაროების ინფორმაციით, საქმე დაკავშირებულია ბიუჯეტის მნიშვნელოვანი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან.

“პირველები” დღეს რკინიგზის დეპარტამენტში მივიდა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვეს.

კითხვას ვერ პასუხობენ ვერც უწყების თანამშრომლები.

საქართველოს რკინიგზა ქვეყნის უმსხვილესი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. მისი ხელმძღვანელი 2025 წლის გაზაფხულზე შეიცვალა.

უწყების ახალი ხელმძღვანელი ვერ იხსენებს, რომელ თანამშრომლისგან ითხოვა გამოძიება კითხვებზე პასუხების მიღებას.

“პირველებმა” ასევე ინფორმაციის გადამოწმება სუსში სცადა, თუმცა იქ რომელიმე მაღალჩინოსნის დაკავება უარყვეს.

“პირველები” მომხდარზე დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს