მედია: სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა. ამ დროისთვის, ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

“პირველების” ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ფინანსურ დოკუმენტებს, კონტრაქტებს და გადარიცხვებს ითხოვენ. 

კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის. ამ ეტაპზე დანარჩენი, ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ,” – ამბობს “დეილი ჯგუფის” წარმომადგენელი. 

“დაფნას” წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე “პირველებთან” ამბობს, რომ თავად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა კომპანიის ოფისში სუს-ის წარმომადგენლების შესვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ვერ გეტყვით ვერაფერს, მე თვითონ არ ვარ საქართველოში. როგორც ინფორმაცია მაქვს, მარტო ჩვენთან არ არიან შემოსულები. შემოვიდნენ არ არის პრობლემა, პირიქით, შეიძლება უკეთესიც იყოს,” – აღნიშნა ნიკოლოზ ნათბილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები. 

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: …იმდროინდელ ამბებში მისი უშუალო უფროსი, გეკა გელაძეც (დიახ, 2024-ში განათლების მინისტრის მოადგილე რომ იყო, მერე შსს მინისტრი, შემდეგ სუსის უფროსი და ახლა ისევ შსს მინისტრის მოადგილე) იყო ჩართული – როგორც შაშკინისდროინდელი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე

გივი მიქანაძე – 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო – მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ