მედია: რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს
რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ივლისში გახდა ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტრუქტურულად დაემატა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილებაა კანონთან დაკავშირებული საკითხები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი სწორედ სანდრო კირვალიძე იქნება.
ამავე დეპარტამენტში არის ორი სამსახური:
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახური – მას ხელმძღვანელობს თინათინ ღუღუნიშვილი;
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახური – ხელმძღვანელი ირაკლი კერვალიშვილი;
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.