ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - რუსმა ჰაკერებმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა განახორციელეს

მედია - რუსმა ჰაკერებმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა განახორციელეს

რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუმინეთის მთავრობისა და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის ვებგვერდებზე შეტევა განახორციელა, - ინფორმაციას Politico ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, DDOSIA/NoName057-ის სახელით ცნობილი ჯგუფის მიერ შეტევა განხორციელდა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე, მთავრობის მთავარ პორტალზე, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის ვებგვერდებზე.
რუმინეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის სიის თანახმად, მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუ და ბუქარესტის მერი, ნიკუშორ დანი პრეზიდენტობის იმ კანდიდატებს შორის იყვნენ, რომლებიც თავდასხმის სამიზნე გახდნენ. უწყების ცნობით, ვებგვერდებმა მუშაობა განაახლეს.
კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ განცხადება ჰაკერებმა „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელეს და სამიზნეებს შორის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ვებგვერდები დაასახელეს.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა. არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.