მედია: რუსი პროპაგანდისტი ანტონ კრასოვსკი მოწამლეს
რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, „რაშა თუდეის“ რუსულოენოვანი რედაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ანტონ კრასოვკი მოწამლეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინულ დაზვერვაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
კრასოვსკი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია და როგორც თავად ამბობს, კვირის დასაწყისში იგი უცებ ცუდად გახდა – დაეწყო ღებინება, შემდეგ კი გონება დაკარგა. „ნელ-ნელა გონს მოვდივარ“, – ამბობს იგი.
„უკრაინსკა პრავდას“ წყარო დაზვერვის სამსახურში აცხადებს, რომ კრასოვსკი მოწამლეს. ვინ, როგორ და რითი, იგი არ აკონკრეტებს. „ცუდი ადამიანი ცუდ რაღაცებს აკეთებდა და აგერ, შობას ცუდად გახდა“, – ამბობს იგი.
კრასოვსკიმ RT-ში სამსახური 2022-ის ოქტომბერში დაკარგა, როცა ერთ-ერთი ჩართვისას განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა „მოსკალების“ [რუსების დამამცირებელი სახელწოდება] მიერ იყო ოკუპირებული. კრასოვსკიმ თქვა, რომ საჭირო იყო ამ უკრაინელი ბავშვების „დახრჩობა და დაწვა“. კრიტიკის ფონზე, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.