ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის წინადადება გულისხმობს უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი, დონალდ ტრამპი პირად საუბრებში აცხადებს, რომ შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იმით, რომ აიძულოს უკრაინა, დათმოს ოკუპირებული ყირიმი და დონბასი.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ტრამპის გეგმებს იცნობენ, ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის წინადადება გულისხმობს უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას.
ერთ-ერთი პირის თქმით, რომელმაც ეს საკითხი ტრამპთან განიხილა, ყოფილი პრეზიდენტი პირად საუბრებში აცხადებს, რომ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას გამოსავლის პოვნა სურთ და რომ ყირიმსა და დონბასში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, არ იქნებიან წინააღმდეგები, რუსეთის ნაწილი გახდნენ. The Washington Post-ი წერს, რომ უკრაინის ნაწილებზე რუსეთის კონტროლის მიღება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დიქტატურას გააფართოებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.