არქივი15 აგვისტო, 2025, 10:39
მედია: რუსეთში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

15 აგვისტოს, დილით აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამარის ოლქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევის” შესახებ განაცხადა.
სიზრანის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებისა და ვიდეოების თანახმად, რომლებიც უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმაც გააზიარეს, დრონებით შეტევა იყო სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ეს ქარხანა სამარის ოლქში კომპანია „როსნეფტის“ საწარმოებიდან ერთ-ერთია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.