მედია – რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის არხების განცხადებით, რუსებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, შენობები დაზიანდა და ადამიანები დაშავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ – გულითადად ვულოცავთ უწმინდეს შიო III-ს – ეკლესიის წინაშე დგას საჭიროება სიბრძნით აღსავსე განახლებისა, რათა კვლავაც შეასრულოს ისტორიული როლი, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელმა ძალამ და იდენტობის მყარმა საყრდენმა