ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებზე დარტყმა უკრაინის საზღვაო დრონებმა მიიტანეს

მედია: რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებზე დარტყმა უკრაინის საზღვაო დრონებმა მიიტანეს

უკრაინის მედიასაშუალებებმა 29 ნოემბერს გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ასახავს Sea Baby-ის ტიპის საზღვაო დრონებით მიტანილ იერიშს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებზე, შავ ზღვაში. ჩანაწერში ჩანს დარტყმის მომენტი და ბორტზე გაჩენილი ხანძარი. უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით მედიასაშუალებები წერენ, რომ საქმე ეხება უკრაინის უშიშროების სამსახურისა და საზღვაო-საბრძოლო ძალების ერთობლივ ოპერაციას. გავრცელებული ცნობით, ტანკერები ცარიელი იყო და ისინი დასატვირთად მიემართებოდა რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტში.
ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ უკრაინის საზღვაო დრონებმა განახორციელეს ტანკერებზე დარტყმა.
თურქეთის ხელისუფლებამ წინა ღამით გაავრცელა ცნობა ხანძრებზე, რომლებიც გაჩნდა შავ ზღვაში, ნავთობის ორ ტანკერზე - "გარე მოქმედების" შემდეგ. ორივე ხომალდს დასავლეთის სანქციები აქვს დაწესებული, როგორც ნაწილებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტისა", რომლის მეშვეობითაც რუსეთი ნავთობით ვაჭრობს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.