მედია – რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ფრენები დროებით ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, კალუგის, სარატოვისა და ულიანოვსკის აეროპორტებმა შეაჩერეს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონი ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაფშას ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს