მედია - რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებებია

რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალში ძლიერი აფეთქებები ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული გამოცემები ავრცელებენ.
ცნობების თანახმად, ობიექტზე ძლიერი აფეთქება მოხდა და მეორადი აფეთქებები გრძელდება.
რუსული გამოცემა ASTRA-ის ცნობით, აფეთქებები ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილში ისმის. არსებული ცნობებით, მოსკოვიდან კირჟაჩისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლი დასახლებულ პუნქტ ბარსოვოზე ჩანს, სადაც სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალი, სამხედრო ნახილი #11785 მდებარეობს. აღინიშნება, რომ ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.