მედია: რა ვიცით გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალების შესახებ და როგორ გააშუქა აღნიშნული ამბავი პროსახელისუფლებო მედიამ

5 სექტემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა  (POSTVიმედიRustavi 2) და საინფორმაციო სააგენტოებმა (Newshub.geGeorgia First NEWSINFO9მხარე • mkhare.geExclusive News) გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.  მედიასაშუალებების ნაწილს გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათზე მხოლოდ გარდაცვალების შესახებ ცნობა აქვს დართული და პოსტს დეტალებისა და მიზეზების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ურთავს.

“პოლიტიკური მკვლელობები თუ შემთხვევითობა?” – ამ ტექსტით აცნობს 5 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია იმედის წამყვანი მაყურებელს ახალ ამბავს, ხოლო რუსთავი 2-ის მიერ ამავე დღეს მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მომხდარის გამო 427 მუნიციპალიტეტში ჩაიშალა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანი ამბო, რომ კანდიდატები “თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ერთმანეთის მიყოლებით გარდაცვლილი იპოვეს”, მათგან 7 კი არის პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი, რომელიც “ამჟამად ლიდერია გამოკითხვებით გერმანიის მთელ პოლიტიკურ სპექტრში”. საინფორმაციო სააგენტო “მხარე” წერს, რომ პოლიცია “AfD-ს ათეულობით წევრის” გარდაცვალებაში პრობლემას ვერ ხედავს.

გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალებას 8 სექტემბერს ასევე გამოეხმაურა პროსახელისუფლებო ექსპერტი ზაზა შათირიშვილი. მისი განცხადება პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს (1;2;3;4;5). შათირიშვილი გარდაცვალებას “დიფ სტეიტს” უკავშირებს, ამბობს, რომ შემთხვევა მაგალითია იმისა, რა ემართება “დიფ სტეიტის” მიერ კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და წერს: “როგორ ჩანს, მათთან მიმართებით, “დიფ სთეითმა” ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი”.

გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალებაზე ასევე ისაუბრა პოდკასტ “უცხოს” წამყვანმა, ნიკუშა მჟავანაძემ. “ვინ მოკლა პოლიტიკოსები გერმანიაში?” – ამ სახელით გამოქვყნებულ ვიდეოში წამყვანი ამტკიცებს, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” რიგებში 16 პოლიტიკური კანდიდატია მოკლული. ვიდეო ფეისბუქზეც გავრცელდა.

ვრცლად

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს