ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: რატომ დაასურათეს ე.წ. ბორჯომის ბაზარი ხანძრამდე 3 დღით ადრე - რა ეჭვები აქვთ მოვაჭრეებს (ვიდეო)

მედია: რატომ დაასურათეს ე.წ. ბორჯომის ბაზარი ხანძრამდე 3 დღით ადრე - რა ეჭვები აქვთ მოვაჭრეებს (ვიდეო)


რატომ დაასურათეს ე.წ. ბორჯომის ბაზარი ხანძრამდე 3 დღით ადრე - დღეს ე.წ. ბორჯომის ბაზრის მოვაჭრეებმა გაიხსენე, რომ ხანძრის გაჩენამდე სამი დღის წინ, ადგილზე უცნობი პირი ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე შენიშნეს, რომელიც ტერიტორიას ასურათებდა.

სამი დღის წინ, ფოტოები გადაიღეს, სავარაუდოდ, გეგმა შეადგინეს"- ჰყვება ერთ-ერთი მოვაჭრე. 

"პირველებმა" მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება შპს "ბაქანის" მენეჯერთან სცადა.

მზია ბუჩუაძე ამბობს, რომ ინფორმაცია მისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ამ ტერიტორიით დაინტერესებული არავინ არ იყო, დღეს შევიტყვე ეს ინფორმაცია, რომ ტერიტორია დაასურათეს. ჩვენქვემო მოიჯარეები ვართ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით (როგორ მოხვდა უცხო პირი ბაზრის შიდა ტერიტორიაზე)" - აცხადებს ბუჩუაძე. 

ამასთან,  შპს "ბაქანის" მენეჯერი კატეგორიულად გამორიცხავს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბაზარში ხანძარი შესაძლოა ელექტროსადენების გამო გაჩნდა:

დაზღვევა გაჩერებული იყო, ჩვენ გვთხოვდნენ, ელექტრობის გამართვას - ყველაფერი მოვაწესრიგეთ. ამიტომ გამორიცხოს ყველამ, რომ აქ, ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია. მთელი ელექტრობა ავტომატებზე იყო. სიტყვაზე, ვინმეს რამე რომ დარჩენოდა ჩართული, ბაზრის დაცვა რომ გათიშავდა ავტომატს, მაინც გამოირთვებოდა. ბაზარს კამერებითაც ვაკონტროლებდით"- აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. 

ამის პარალელურად, 400-მდე დაზარალებული მოვაჭრე მერიის პასუხის მოლოდინშია. კახი კალაძის უწყება ამ დრომდე ვერ ამბობს, რა გეგმა აქვს თვითდასაქმებულების დასახმარებლად.  გადამწვარი ბაზრობის  გამო, ასობით ადამიანი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშეა დარჩენილი.

მათ აქვთ ეჭვი, რომ  ამ საქმის უკან კერძო ინტერესები იმალება.

ეს ყველაფერი არ არის, ბორჯომისას ბაზრობაზე დასაქმებულებს, აქვთ ეჭვი, რომ ხანძარს გადარჩენილი ნივთები მოპარულია. ხმაური და დაპირისპირება გადამწვარ ბაზრობასთან დილიდან დაიწყო. პოლიციას ადგილი რკინის ჯებირებით ჰქონდა შემოსაზღვრული, რასაც დაზარალებულების პროტესტი მოყვა.

მოვაჭრეები გადამწვარი მაღაზიების დათვალიერებას მოითხოვდნენ, ამიტომ რკინის ჯებირები თავად გაარღვიეს.

ფოტო: Euronews Georgia

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.