მედია: პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე (ფოტოები)

პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
 წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – სავარაუდოდ, ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
მელიქიშვილის გამზირზე აქციის ორ მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
19 ნოემბრის დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია