არქივი18 მარტი, 2026, 16:07
მედია: პატრიარქის დასახვედრად სამებაში უამრავი ადამიანი მივიდა - ფოტოები საკათედრო ტაძრიდან

სამების საკათედრო ტაძარი ხალხით არის გადაჭედილი - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დასახვედრად სამებაში უკვე უამრავი ადამიანია შეკრებილი.
ტაძარში სპეციალური ჯებირებია მოწყობილი და სამების მთელ პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
ცნობისთვის, დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.




არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.