მედია: პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მესამე სექტორში არ ყოფილა

შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ურჩევს”, “გაგრილების” პერიოდი აიღონ და შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკაში. 

იმ ორგანიზაციებიდან, ვისაც აქვს ძირითადად უცხოური დაფინანსება, თუკი უნდათ, რომ პარტიული საქმიანობა გააგრძელონ, აიღონ „გაგრილების“ პერიოდი და ამის შედეგ მივიდნენ პოლიტიკაში. აირჩიონ რა უნდათ, უცხოური ინტერესების გატარება, თუ ქართველი ხალხის, – ამბობს პაპუაშვილი. 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯომარეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ითვლება თუ არა თავადაც უცხოური ინტერესების გამტარებლად, რადგან წლები ხელფასს გერმანიის მთავრობა უხდიდა.

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მესამე სექტორში თავად არ ყოფილა.

მე ენჯეოში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა ენჯეოში. 2020 -დან მოყოლებული კარგად “გაგრილებული” ვარ,  – ამბობს პაპუაშვილი. 

მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.

კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია