მედია – პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, იმრან ხანთან ერთად 10 წლიანი პატიმრობა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, შაჰ მაჰმუდ ქურეშსაც მიესაჯა.
-ში პაკისტანის ელჩის მიერ ისლამაბადის მთავრობისთვის გაგზავნილი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის იმრან ხანსა და შაჰ მაჰმუდ ქურეშს ბრალი გასული წლის ოქტომბერში წაუყენეს.
ცნობისთვის, ხანი, რომელსაც პაკისტანის პარლამენტმა 2022 წლის აპრილში უნდობლობა გამოუცხადა, 2023 წლის აგვისტოში კორუფციის ბრალდებით დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის