მედია: “ოცნების” პარლამენტის წევრი ილია ინჯია “საქართველოს ბანკის” მიერ, რუსებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს “არაქართულ საქმეს” უწოდებს

“ოცნების” პარლამენტის დეპუტატი ილია ინჯია “საქართველოს ბანკს” რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შეზღუდვების დაწესების გამო აკრიტიკებს და “არაქართულ საქმეს” უწოდებს.

“რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია “ბლექროკმა” შეიძინა “საქართველოს ბანკის” აქციები, ხოლო გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან, ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა.

თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი “საქართველოს ბანკს”, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება “საქართველოს ბანკისგან” ამ ფაქტთან დაკავშირებით” – თქვა ინჯიამ.

“საქართველოს ბანკმა” რუსეთის მოქალაქეებს $300-ზე ძვირი ფუფუნების პროდუქტის შეძენა აუკრძალა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…