მედია: “ოცნების” გადაწყვეტილებით, ილიას უნივერსიტეტში მხოლოდ პედაგოგიკა და STEM პროგრამები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება – ილიაუნის მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM სპეციალობები ექნება. 

“ოცნების” გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტს აღარ შეეძლება სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების, იურიდიულისა და თუ სხვა მიმართულებით პროგრამების განცორციელების უფლება. 

გადაწყვეტილება „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს ეფუძნება.

გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების კვოტები მათი „ტრადიციული პროფილის“ მიხედვით განაწილდა.

ABET ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს უნივერსიტეტების პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

  • ინჟინერია;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • ტექნოლოგიები;
  • გამოყენებითი მეცნიერებები.

რას ნიშნავს STEM სპეციალობა?

  • S – Science (მეცნიერება);
  • T – Technology (ტექნოლოგია);
  • E – Engineering (ინჟინერია);
  • M – Mathematics (მათემატიკა).

STEM მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, პროგრამირებას, ელექტრო და მექანიკურ ინჟინერიას; ბიოლოგიაა, ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკასა და .

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” რეფორმა არ ეხება საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ერთობლივ ან ორმაგი ხარისხის პროგრამებს. ისინი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში უცვლელად შენარჩუნდება.

მიქანაძის მტკიცებით, მიუხედავად ფაკულტეტების რესტრუქტურიზაციისა, 2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების ჯამური რაოდენობა 2 000-ით გაიზრდება და 21 300-ს მიაღწევს. გარდა ამისა, 10 000 ადგილი გამოიყოფა პროფესიულ პროგრამებზე, სადაც სწავლა უფასო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”