მედია: ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი შესაძლოა წამლებისა და საკვების გარეშე დარჩეს

ჩრდილოეთ ოსეთში გაიფიცნენ ბროკერები, რომლებიც „ქვემო ზარამაგის“ ე.წ. გამშვებ პუნქტზე ტვირთებს აფორმებდნენ, „სამხრეთი ოსეთი შესაძლოა მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების გარეშე დარჩეს“, – მოჰყავს გამოცემა „Сапа-ს” ციტატა რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზას”.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ბიზნესმენებმა წუხელ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ერთ-ერთი რუსი ბროკერის განცხადება, რომლის თანახმადაც, 23 ნოემბრიდან 15 დღის განმავლობაში ცხინვალის მიმართულებით ტვირთების გაფორმება შეჩერდება.
ს მხარეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ბროკერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, ლუდმილა ბორისოვამ, „Сапа-ს” მიმართვის შემდეგ შეიტყო ჩრდილოეთ ოსეთში კოლეგების პოზიცია.
„ზეწოლა – ტვირთის ასპროცენტიანი შემოწმება და აწონა ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამსახურის ზედამხედველობით, თითოეული ტვირთი ახლა ასე გამოიგზავნება. სანამ ეს ყველაფერი არ შეწყდება, სანამ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, სამხრეთ ოსეთში არა მარტო მე, სხვა არავინ დაარეგისტრირებს არაფერს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ბროკერმა ვლადიკავკაზიდან ანონიმურობის დაცვის პირობით.
ბროკერები ელოდებიან, რომ „სამხრეთი ოსეთი“ რუსეთის მიერ ოქტომბრიდან შემოღებულ საბაჟო გადასახადებს გააუქმებს. ისინი სამუშაოს დაუბრუნდებიან იმ შემთხვევაშიც, თუკი დე ფაქტო საზღვარზე ყველა ტვირთის სავალდებულო შემოწმების აუცილებლობა გაუქმდება.
მეწარმეთა კავშირის, „Фарн-ის”, ხელმძღვანელმა, „განვითარების პარტიის“ ლიდერმა ალბერტ ბალიევმა განაცხადა, რომ გაფიცვის შემდეგ ცდილობდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერთან დაკავშირებას, ასევე ინფორმაცია მიაწოდა „პრეზიდენტ“ ალან გაგლოევს.
„დიდი იმედი გვაქვს, პრეზიდენტი რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა ვალიევმა.
მისი ინფორმაციით, გაფიცვას ის მოსკოველი ბროკერებიც შეუერთდნენ, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ ბროკერებს ტვირთების გაფორმებაში ეხმარებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი