ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ნიჟნი-ნოვგოროდში ნავთობსაცავზე თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებით განხორციელდა

მედია - ნიჟნი-ნოვგოროდში ნავთობსაცავზე თავდასხმა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებით განხორციელდა

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ქსტოვოში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობსაცავზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებით განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წყაროებმა, სადაზვერვო სამმართველოდან, მედიასთან საუბარში განაცხადეს, რომ ობიექტს, რომელიც რუსული საოკუპაციო ძალების საქმიანობის მხარდამჭერია, ადგილობრივი დროით შუაღამისას დაარტყეს.
ქსტოვოს მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სულ მცირე სამი აფეთქების ხმა გაიგონეს. წყაროები, სადაზვერვო სამმართველოდან, აცხადებენ, რომ ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ოთხი დარტყმა მოხდა.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავი მნიშვნელოვნად დაზიანდა და რომ მტრის ობიექტისკენ გაშვებულმა ოთხივე უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს მიაღწია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.