მედია: ნინო ჭიპაშვილი, რომელიც წულუკიანმა იუსტიციიდან მუზეუმში გადაიყვანა, პარლამენტში მისი სამდივნოს უფროსად დაინიშნა

პარლამენტში თეა წულუკიანის სამდივნოს უფროსად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე და გვიდასტურებენ პრესსამსახურში.

ნინო ჭიპაშვილი 2022 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელად დანიშნა თეა წულუკიანმა, მანამდე ის პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი.

როდიდან დაიწყო ჭიპაშვილმა პარლამენტში, წულუკიანის სამდივნოში მუშაობა? – ამ შეკითხვას პრესსამსახურმა არ უპასუხა. თავად ნინო ჭიპაშვილმა პარლამენტში სამუშაოს დაწყების შესახებ სოციალური ქსელში 5 თებერვალს დაწერა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, ამ შემთხვევაში, პარლამენტის წევრის უშუალო სამდივნოს თანამშრომელი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ადამიანი, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება.

„პუბლიკამ“ პარლამენტის პრესსამსახურს ამ ინფორმაციის დასაზუსტებლადაც მიმართა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

დავუკავშირდით თავად ნინო ჭიპაშვილსაც, რომელსაც ჩვენს წერილობით შეტყობინებაზე არ უპასუხია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა