ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ნატო ხაინდრავა არ პასუხობს კითხვას, ვინ არის "ქართუ ბანკის" 65%-ის მფლობელი

მედია: ნატო ხაინდრავა არ პასუხობს კითხვას, ვინ არის "ქართუ ბანკის" 65%-ის მფლობელი

"ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი, ნატო ხაინდრავა  არ პასუხობს "ტვ პირველის" კითხვას, ვინ არის "ქართუს" 65%-ის მფლობელი, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, ბანკმა  2024 წლის დეკმებრში გაასხვისა.

ხაინდრავა დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, თუმცა საზოგადოებაში დაგროვილი კითხვებისთვის პასუხის გაცემა არ ისურვა.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილი ქართუ ბანკის 100 % წილს ფლობდა.

2024 წლის დეკმებრის მონაცემებში კი გამოჩნდა, რომ ივანიშივლის ვაჟი, ქართუს აქციების მხოლოდ 35 % მფლობელი გახდა, 65 კი ისე დაანაწევრეს, რომ აღარ ჩანს ვინ არის მისი მესაკუთრე.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.