ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

მედია - მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 15 დეკემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ამასთან, დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მოსკოვის ისტრას რაიონში დაფიქსირდა. გარდა ამისა, დრონებით თავდასხმის გამო, დროებით შეჩერდა დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა. თუმცა, მოგვიანებით, შეზღუდვები მოიხსნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.