არქივი9 მარტი, 2026, 13:31
მედია: მარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი 32 წლის ტარიელ რიჟვაძეა

ბათუმში, მარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პოლიციელი 32 წლის ტარიელ რიჟვაძეა | რიჟვაძე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების მოქმედი თანამშრომელი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით, პოლიციელმა აზარტულ თამაშებში თანხა წააგო, რაც დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზი გახდა. 112-ში კი თავადვე დარეკა და დანაშაულის შესახებ შეატყობინა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.