მედია: მადიარი აცხადებს, რომ მისი მთავრობა აღარ დააფინანსებს ქვეყანაში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ჩატარებას, რომლის ყოველწლიურად მიწვეულ სტუმრებს შორის ქართული ოცნების პრემიერმინისტრებიც იყვნენ

უნგრეთის არჩეული პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მისი მთავრობა აღარ დააფინანსებს ქვეყანაში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) ჩატარებას, რომლის ყოველწლიურად მიწვეულ სტუმრებს შორის ქართული ოცნების პრემიერმინისტრებიც იყვნენ.
“სახელმწიფო ამ ყველაფერს აღარ დააფინანსებს, არც CPAC-ის ღონისძიებას და არც მათიას კორვინუსის კოლეგიუმსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ინსტიტუტებს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ისინი თავიდანვე არ უნდა დაეფინანსებინა, ეს დანაშაული იყო.” – ამბობს მადიარი.
მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენებით მსგავსი “პარტიული დაფინანსება” სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, რის გამოც, მადიარი ამბობს, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.
“სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამთავრობო ხარჯებში პარტიული დაფინანსების არევა, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს მომავალმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, მათ შორის, სახელმწიფო აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნულმა სამსახურმაც, ვინაიდან საბიუჯეტო თანხები პარტიული ღონისძიებების დასაფინანსებლად განკუთვნილი არ იყო.” – განმარტა მან.
უნგრეთის არჩეულმა პრემიერმა დაამატა, რომ CPAP-ს ბუდაპეშტში ჩასვლა კვლავ შეუძლია: “ძალზე მისასალმებელია, მაგრამ ეს უნგრელი გადასახადების გადამხდელთა ფულით არ უნდა დაფინანსდეს, არამედ Fidesz-ის ხარჯით, ან ვიქტორ ორბანის დამქაშების ფულით, სანამ ამ თანხას უკან არ დავიბრუნებთ.”
ცნობისთვის, უნგრეთის მასპინძლობით გამართულ CPAC-ის ყოველწლიურ ღონისძიებას 2023 წლიდან მოყოლებული რეგულარულად ესწრებოდნენ ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმინისტრები: 2023 წელს ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე ჩავიდა იმ დროს საქართველოს პრემიერმინისტრი, , ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში ღონისძიებაზე ყოველწლიურად სიტყვით ირაკლი გამოდიოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა