მედია – ლუქსემბურგი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

ლუქსემბურგი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს დაძაბულობას გამოიწვევს, – ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.
“მიმაჩნია, რომ [უკრაინის] გაწევრიანება ნატო-ში კვლავ გამოიწვევს დაძაბულობას. იმ ქვეყნის წევრობამ, რომელსაც თავს დაესხა , შეიძლება დაუყოვნებლივ გამოიწვიოს შემდგომი კონფლიქტები“, – აღნიშნა ბატელმა.
ამასთან, მისი თქმით, მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე ოპოზიციაზე – დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთობა და ერთიანი პლატფორმა – ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია