მედია: ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მთავარი პროკურორის ბიძაშვილია

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც “ოცნების“ ლიდერები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე  აბუ-დაბიში ფიზიკურად გაუსწორდნენ, მთავარი პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის ბიძაშვილია.

ამის შესახებ გაბიტაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მთავარი პროკურორი მისი ბიძაშვილმა, გაბიტაშვილმა უპასუხა, “რომ ის მისი ნათესავია, თუმცა ამ ინციდენტში მისი ჩართულობა არ მომხდარა“.

არაფერი კავშირი არ აქვს გიორგის ამ ინციდენტთან, მისი ჩართულობა არ ყოფილა. ჩვეულებრივად აღვძარი საქმე, მის სამსახურს, გენერალურ პროკურატურას ექნება ვალდებულება, გამოიძიოს ჩემზე თავდასხმა საქართველოში“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

რაც შეეხება აბუ-დაბის ინციდენტს – გაბიტაშვილმა ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ ის მთავარმა პროკურორმა მოიკითხა, თუმცა ჩარევის მცდელობა არც ჰქონია.

მოიკითხვით მომიკითხა, ნათესაური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კავშირის გამო გამოძება სხვანაირად წავიდეს. დარწმუნებული ვარ წუხს იმაზე, რაც მოხდა ჩემს თავზე როგორც აბუ-დაბიში, ასევე თბილსიში“, – განაცხადა მან.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან