არქივი5 ოქტომბერი 2025, 02:51
მედია: კუდ-ის ყოფილი უფროსის სახლში სამართალდამცველები შევიდნენ

კუდ-ის ყოფილი უფროსის, რუსლან შამახიას სახლში სამართალდამცველები შევიდნენ - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, შამახიას სახლში სავარაუდოდ, ჩხრეკა მიმდინარეობს.
სამართალდამცველები "პირველების" ჟურნალისტს სადარბაზოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
გავრცელებული ინფრომაციით, შამახია ცოტა ხნის წინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.