ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: კიმბერლი ლოუ წერს, რომ ტრამპმა ყაველაშვილს წერილი მისი ჩართულობით გაუგზავნა

კიმბერლი ლოუ Facebook-ზე წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივანიშვილის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი მისი ჩართულობის შედეგად გაუგზავნა.

"მე საქართველოს პრემიერის წერილი ვაშინგტონში შესაბამის არხებს გავუგზავნე პრეზიდენტ ტრამპთან გადასაგზავნად და მან პასუხი გასცა." - წერს ლოუ.

"დიახ, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები განმტკიცდება და ევროკავშირსაც ესაჭიროება ურთიერთობები გაუმჯობესება, პირველ რიგში, სუვერენულ და უსაფრთხო სახელმწიფოს საქმეებში ნეგატიურად არ ჩარევით." - დაამატა მან.

ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია მედიას ქართულენოვან თარგმანს არ უგზავნის.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.