ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: კიევში ვიზიტის შემდეგ უნგრეთის პრემიერი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ VSquare-ისა და Direkt36-ის ჟურნალისტი საბოლჩ პანი, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას აშუქებს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ვიქტორ ორბანს თან გაჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„ხვალ მოსალოდნელია, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში გაემგზავრება, სამშაბათს (2 ივლისს) კიევში მოულოდნელი ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამის შესახებ დასავლეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე ოფიციალურმა პირმა დამოუკიდებლად მითხრა. [უნგრეთის] საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც (ლავროვის მეგობარი) მიდის“, - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში პეკინში Belt and Road-ის ფორუმზე შეხვდა, სადაც ის მივიდა, როგორც ევროკავშირის რიგითი პოლიტიკოსი. ახლა კი ვიქტორ ორბანი პუტინს შეხვდება, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.