მედია: კალაძემ ზურა აბაშიძეს, რომელმაც “ოცნება” დემარშით დატოვა, შემდეგ პარტიაში ალასანიას გარეშე დაბრუნდა, “პრინციპული” უწოდა

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის ყოფილო წევრი, ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”.

აბაშიძე 2011 წელს შეუერთდა “ქართულ ოცნების” კოალიციას. 2014 წელს “კაბელების საქმის” სკანდალის შემდეგ მან ალასანიასთან და სხვა თავისუფალ დემოკრატებთან ერთად “ქართული ოცნება” დატოვა და თქვა, რომ “აღარ ღირს ამათთან ყოფნა”. 

კახი კალაძემ აბაშიძეს პრინციპული უწოდა.

მთაწმინდის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ბატონი ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. ზურა მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სამსახურში და პოლიტიკურ საქმიანობაში. აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, არის პრინციპული, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი. მისი სახით, მთაწმინდის რაიონს ეყოლება პროფესიონალი, გამოცდილი მაჟორიტარი. ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, რომ ზურა არის მრავალშვილიანი მამა, ხუთ შვილს უზრდის სამშობლოს,” – განაცხადა კალაძემ დღეს, 7 აგვისტოს მისი წარდგენისას.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ