არქივი10 სექტემბერი, 2025, 23:54
მედია - იუტაში, ღონისძიებაზე კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს ესროლეს

კონსერვატორ, ახალგაზრდული ორგანიზაცია Turning Point USA-ს აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, ჩარლი კირკს იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მას ესროლეს და ვლოცულობთ ჩარლისთვის“, - განაცხადა Turning Point USA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ობრი ლაიჩმა.
მედია წერს, რომ აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა მოხდა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.