მედია – ისრაელმა 11-კაციანი სია მიიღო, რომლებიც, დიდი ალბათობით, დღეს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლდებიან

ისრაელმა 11-კაციანი სია მიიღო, რომლებიც, დიდი ალბათობით, დღეს “ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დრომდე ოჯახებს არ მისვლიათ ხელისუფლებისგან შეტყობინება მძევალთა გათავისუფლების შესახებ.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან 3 დღის განმავლობაში “ჰამასმა” 39 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ცნობილია, რომ შეთანხმების თანახმად, 4 დღის განმავლობაში 50 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლონ, სანაცვლოდ კი ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს.
“ჰამასმა” უკვე გამოთქვა სურვილი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ გაგრძელდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი