მედია – ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი შინ ბეთის უფროსზე, რონენ ბარზე დაყრდნობით ავრცელებს.
რონენ ბარის განცხადებით, პირად პასუხისმგებლობას იღებს იმის გამო, რომ სააგენტომ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა ვერ აღკვეთა.
ბარი შინ ბეთის უფროსის თანამდებობას ოფიციალურად 15 ივნისს დატოვებს.
როგორც გამოცემა წერს, ბარის გადადგომას წინ უსწრებდა მისი კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა. გასულ თვეში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს